ნაპოლეონი და კარტოგრაფია

მაპპა კარტოგრაფიკა გიწვევთ ალექსანდრე მიქაბერიძის საჯარო ლექციაზე „ნაპოლეონი და კარტოგრაფია“.

ლექციაზე ალექსანდრე მიქაბერიძე მიმოიხილავს რევოლუციურ პერიოდში კარტოგრაფიული საქმის განვითარებას. საუბარი შეეხება ნაპოლეონის მიერ წამოწყებულ სამხედრო კარტოგრაფიის სისტემატიზაციას და რუკების როლს სამხედრო დაგეგმარებასა და იმპერიულ მმართველობაში.

ალექსანდრე მიქაბერიძე არის ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რევოლუციურ პერიოდზე რამდენიმე წიგნის ავტორი, მათ შორის „ნაპოლეონის ომების გლობალური ისტორია.“

ლექცია ჩატარდება ხელოვნების ფონდი ანაგის კინოდარბაზში.
მის. თბილისი, ზურაბ ავალიშვილის ქ. #12
დასწრება თავისუფალია