ჩვენ შესახებ

მაპპა კარტოგრაფიკა 2024 წელს თბილისში დაფუძნდა. ის პირველი კომპანიაა რეგიონში, რომელიც ძველი ევროპული რუკების, წიგნებისა და გრავიურების მოძიება-შეძენაზეა სპეციალიზებული.

ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვეძებთ ისტორიული მნიშვნელობის გამოცემებს ორიგინალი სახით და ვთავაზობთ მათ დაინტერესებულ საზოგადოებას როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანსა და სომხეთში.

ჩვენი კოლექცია მოიცავს XV-XIX საუკუნეებში შექმნილ უნიკალურ ნამუშევრებს, რომელთა დიდი ნაწილი მაპპა კარტოგრაფიკას ოქროს ფონდში ირიცხება და საქართველოში მხოლოდ ჩვენს კოლექციაში მოიპოვება.

მაპპა კარტოგრაფიკას მიზანია, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს უძველესი რუკები, წიგნები და გრავიურები. ამ მიზნით, ვთანამშრომლობთ მუზეუმებთან, არქივებთან, ბიბლიოთეკებთან, კერძო კომპანიებსა და კოლექციონერებთან, რომლებიც ეძებენ ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატებს ძველი რუკების, წიგნებისა და გრავიურების სახით.

კომპანიას გააჩნია საგამოფენო სივრცე, გალერეა, სადაც ჩვენი კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია წარმოდგენილი. ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე ნახონ, გაეცნონ და შეიძინონ მათთვის საინტერესო ექსპონატების ორიგინალი ვერსიები.

კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელმისაწვდომია კომპანიის ვებგვერდზე www.mappa.ge, რომლის საშუალებითაც, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისთვის სასურველი ინფორმაციის მიღება, ექსპონატის შერჩევა და შეძენა.

მაპპა კარტოგრაფიკას საქმიანობა მოიცავს ასევე საგამომცემლო მიმართულებას, რომელიც გულისხმობს უნიკალური რუკების, წიგნებისა და გრავიურების სხვადასხვა სახით გამოცემას და მათზე საზოგადოების ხელმისაწვდომობას. ამ მიზნით, კომპანია მომავალში არაერთ საინტერესო პროექტს გეგმავს.

კომპანიის საქმიანობის განსაკუთრებული ნაწილია საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც სკოლებსა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას მოიცავს. პარალელურად, ჩვენი მიზანია სხვადასხვა სახის არაფორმალური განათლების კურსების ორგანიზება და ხელმისაწვდომობა.