გერმანელი მსოფლიო აღმწერის, სებასტიან მიუნსტერის ცნობილი რუკა - TABVLA ASIAE III
კოლხეთი, იბერია, ალბანეთი და არმენია
გერმანელი მსოფლიო აღმწერის, სებასტიან მიუნსტერის ცნობილი რუკა - TABVLA ASIAE III.
1540 წელს ბაზელში დაბეჭდილ ამ რუკაზე წარმოდგენილია ძველი სამყაროს ქვეყნები, კოლხეთი, იბერია, ალბანეთი და არმენია.
რუკაზე დატანილი უძველესი ქართული სახელმწიფოების - COLCHIS-ის (კოლხეთი) და IBERIA-ს (იბერია) ნაწილში კარგად იკითხება: Phasis (ფაზისი), Dioscuria (დიოსკურია/სოხუმი), Armatica (არმაზციხე), Artanissa (არტანუჯი) და სხვა.
კასპიის ზღვაში გამოსახულია ნოეს კიდობნის სიმბოლური აღნიშვნა, ხოლო კავკასიონის მთებში - “Porte Albanie”, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ალექსანდრე მაკედონელის სახელს უკავშირდება.