რუკები
ევროპა
კოდი: 00143
29101.00 ₾

ევროპის დიდი ფორმატის რუკა

ევროპა
არაუგვიანეს 1713 წ.
ფრანსუა ჰალმა
ამსტერდამი
52x67 სმ
კარგი

ევროპის დიდი ფორმატის რუკაზე, შავი ზღვის (MARE NIGRUM) აღმოსავლეთით, დატანილია საქართველო, რომელსაც სრულად ფარავს წარწერა GEORGIA. 

რუკაზე ასევე აღნიშნულია: აფხაზეთი (ABASCIA), სამეგრელო (MINGRELIA), სვანეთი (Scuani), იმერეთი (IMERETIA), ქართლი (CARDUELIA) და კახეთი (ZACHETIA), დასავლეთ საქართველოს ნაწილში კი - ძვ. კოლხეთი (COLHOS).

ციხე-ქალაქებიდან და სხვა გეოგრაფიული პუნქტებიდან აღნიშნულია: გონიო (Gonie), ფაზისი (Phasis), ანაკლია (Anarghia), სოხუმი (Kalay Schum), ქუთაისი (Cotatis), ხონი (Coni), სკანდა (Scander), ახალციხე (Akaltzike), გორი (Kori), თბილისი (Teflis), ძეგამი (Zagan) და სხვა.