ევროპის მინიატიურულ რუკაზე, შავი ზღვის (MER NOIRE) აღმოსავლეთ სანაპიროზე დატანილია საქართველო (GEORGIE
ევროპის მინიატიურულ რუკაზე, შავი ზღვის (MER NOIRE) აღმოსავლეთ სანაპიროზე დატანილია საქართველო (GEORGIE) და აღნიშნულია მისი მხოლოდ ერთი ქალაქი ქუთაისი (Cotatis). შესაძლებელია მდინარე რიონის იდენტიფიცირებაც, თუმცა მისი აღმნიშვნელი წარწერა რუკაზე არ იძებნება.
GEORGIE-ს ჩრდილოეთით გვხდება კავკასიონის მთების ფიგურალური გამოსახულება, რომელსაც თან ახლავს წარწერა - იალბუზის ან კავკასიის მთები (Monts Elbours ou Caucase).