რუკები
საქართველო (Georgia)
კოდი: 00101
გაყიდულია

ცნობილი რუკის - GEORGIA-ს 1681 წლის ნიურნბერგული გამოცემა.

საქართველო (Georgia)
1681 წ.
პიერ დიუ ვალი & იოჰან ჰოფმანი
ნიურნბერგი
12x10 სმ.
კარგი

საქართველო

ფრანგი სამეფო კარტოგრაფის, პიერ დიუ ვალის ცნობილი რუკის - GEORGIA-ს 1681 წლის ნიურნბერგული გამოცემა. თავდაპირველად, რუკა დაიბეჭდა პარიზში 1670 წელს, სახელწოდებით - GEORGIE.

დიუ ვალის ამ რუკის ლეგენდაში გამოყენებულია მხოლოდ ერთი აღნიშვნა - GEORGIA, რომელიც რუკაზე, საქართველოს გარდა, თითქმის მთელი რეგიონის აღსანიშნავად არის გამოყენებული - შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. 

რუკაზე დატანილია: Lonati (ბათუმი), Fazo (ფაზისი), Sauastopoli (სოხუმი), Cotatis (ქუთაისი), Scander (სკანდა), Cori (გორი), Tiflis (თბილისი) და სხვა.

საქართველოს სამეფო-სამთავროებიდან რუკაზე აღნიშნულია: Guriel (გურია), Basaciuk (იმერეთი), Mingrelie (სამეგრელო), Gurgistan (ამ შემთხვევაში - ქართლი) და Lachet (კახეთი).