რუკები
საქართველოს სამეფოს რუკა
კოდი: 00146
9991.00 ₾

ფრანგი სამეფო კარტოგრაფის, ჟოზეფ ნიკოლა დელილის „საქართველოს სამეფოს რუკის“ პაოლო სანტინისეული, ვენეციური გამოცემა.

საქართველოს სამეფოს რუკა
1775 წ.
ჟოზეფ ნიკოლა დელილი
ვენეცია
49x67 სმ.
კარგი

ფრანგი სამეფო კარტოგრაფის, ჟოზეფ ნიკოლა დელილის „საქართველოს სამეფოს რუკის“ პაოლო სანტინისეული, ვენეციური გამოცემა.

რუკა შემუშავებულია ქართველი გეოგრაფის, ისტორიკოსის და კარტოგრაფის, ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს სამეფოს რუკის“ საფუძველზე და მისი ერთგვარი თარგმანია. რუკა ევროპული კარტოგრაფიის უმაღლესი სტანდარტების დაცვით გამოიცა პარიზსა (1766 წ.) და ვენეციაში (1775 წ.).

ვახუშტის რუკის პარიზული და ვენეციური გამოცემით ევროპულ კარტოგრაფიაში მკვიდრდება ქართული ტოპონიმიკა. მაგალითად, ამ რუკაზე გვხდება აღნიშვნები: აფხაზეთი (APKHAZETI), ზემო ქართლი (ZEMOKARTLI), ტრაპიზონის ალაგი (TRAPIZONIS ALAGI) და ა.შ. 

რუკის გამოცემიდან დაახლოებით მომდევნო ორმოცდაათი წლის განმავლობაში, ფრანგული და ინგლისური სამეფო კარტოგრაფია საქართველოსთან დაკავშირებულ რუკებში აქტიურად იყენებდა ვახუშტისეულ,ქართული ენის შესატყვის აღნიშვნებს.