რუკები
სამეგრელო
კოდი: 00125
8262.00 ₾

კათოლიკე მისიონერების მიერ შედგენილი სამეგრელოს ცნობილი რუკა.

სამეგრელო
1681 წ.
ლამბერტი, კასტელი
ნიურნბერგი
30x35 სმ.
კარგი

კათოლიკე მისიონერების მიერ შედგენილი სამეგრელოს ცნობილი რუკა, რომელიც 1681 წელს ოლფერდ დაპერის წიგნში დაიბეჭდა.

რუკაზე მრავლად არის დატანილი როგორც ქალაქის ტიპის დასახლებები, ციხეები და ეკლესია-მონასტრები, ისე მდინარეთა ფართო ქსელი.

კარგად იკითხება: ფუთი(Puti), შუაქალაქი (Scuchalachi), ცილორი (Tzelors), ილორი (Ilors), გეგუთი (Ieguti), ქუთაისი (Cotatis Ep.), ხონი (Coni Ep.), სამიქელაო (Samichelos), ჭყონდიდი (Scondidi Ep.), ხორგა (Gorgas), ხოფი (Copis Ep.), თეკლათი (Tecati), ზანათი (Zanriati), სენაკი (Sinaghi), ნოქალაქევი (Nachalachens), ცაიში (Cias Ep.), ხიბულა (Cibulas), წალენჯიხა (Scalingichas), ჯგალი (Sgali), მუხური (Muchur), ზუგდიდი (Zugdidi), კორცხელი (Cozcheri), რუხი (Ruchi), ანაკლია ანუ ჰერაკლეა (Anarghia olim Heraclea), ლეთჰა (Lethais), ბარლები (Barghebs),  ნაბაკი (Na Abbachia), წიფურია (Cippuria), გაგიდა (Caghid), გუდა (Cudas), სანარდო (Sanaar), საჩინო (Saccino), ბედია (Bedias), ლეგიონი (Legioni), ლიმორი (Limor), მარცხელი (Maizchuli), ილორი (Ilori), მერგულა (Mergulas),  მოქვი (Moquis E.), სათამაშია (Satamascia), წყურგილი (Sgurghili), მარმარისკარი (Marmariscari) და სხვ.