რუკები
მსოფლიოს ნახევარსფეროების რუკა
კოდი: 0096
89.00 ₾

რუკის უკანა მხარეს წარმოდგენილია ევროპის რუკა.

მსოფლიოს ნახევარსფეროების რუკა
1900 წ.
ალექსანდრე კეიტ ჯონსტონი
ლონდონი
20x26 სმ.
კარგი

მსოფლიოს ნახევარსფეროების რუკა

ალექსანდრ კეიტ ჯონსტონის რუკა. დაიბეჭდა, „თანამედროვე გეოგრაფიის პოლიტიკური და ფიზიკური ატლასის” 1900 წლის გამოცემაში. რუკაზე მსოფლიო წარმოდგენილია ნახევარსფეროების სახით, ხოლო რუკის გარშემო დატანილია ცნობები მსოფლიოს დიდი მდინარებისა და უმაღლესი მწვერვალების შესახებ.

რუკის უკანა მხარეს წარმოდგენილია ევროპის რუკა, რომელზეც შავ და კასპიის ზღვებს შორის კარგად იკითხება შემდეგი ქალაქები და გეოგრაფიული პუნქტები: ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, თბილისი, ერევანი, ელიზავეტპოლი (დღევანდელი განჯა), შემახი, ბაქო, აფშერონი, ლენქორანი და სხვა. აღნიშნულია მდინარეები: მტკვარი და არაქსი, მთები: არარატი და იალბუზი.