ჰერეფორდის მაპპა მუნდი
158x132 სმ
ჰერეფორდის კათედრალი, 1283 წ. ლონდონი, 1872 წ.
მაპპა მუნდის მსოფლიოს რუკის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. შეიქმნა ჰერეფორდის მონასტერში XIII საუკუნის ბოლოს. რუკა რელიგიური და ენციკლოპედიური ცოდნის ერთგვარი ნაზავია, რომელიც შექმნილია „T-O“ პრინციპით, სადაც „O“ გულისხმობს ოკეანეს, რომელიც მთლიანად შემოფარგლავს ხმელეთს, ხოლო „T“ წარმოადგენს შიგნით მოთავსებულ სამ ნაწილად გაყოფილ ხმელეთს: აზია, ყველაზე დიდი ნაწილი, მოთავსებულია ზემოთ, ევროპა - ქვედა მარცხენა ნაწილში. აფრიკა - ქვედა მარჯვენა ნაწილში.
რუკაზე 500-ზე მეტი ილუსტრაციაა დატანილი, მათ შორის: ქალაქები, ცხოველები, მცენარეები, მითური არსებები, ბიბლიური სცენები და სხვადასხვა სახის ეთნოგრაფიული წარმოდგენები.
რუკაზე გვხდება ოქროს საწმისის ილუსტრაცია და უძველესი ქართული სახელმწიფოს - კოლხეთის აღნიშვნა.