პიეტრო ვესკონტეს მსოფლიოს რუკა

პიეტრო ვესკონტეს მსოფლიოს რუკა

35x32 სმ

პიეტრო ვესკონტე, ვენეცია, დაახლ. 1311-1325 წწ.

იოჰან ბონგარა, ჰანაუ, 1611 წ.

გენუელი კარტოგრაფის პიეტრო ვესკონტეს 1311-1325 წლების მსოფლიოს რუკაზე, პირველად ევროპული კარტოგრაფიის ისტორიაში, გვხდება საქართველოს აღმნიშვნელი ყველაზე გავრცელებული უცხოური სახელწოდება „Georgia“. შესაბამისად, ვესკონტეს ამ რუკას ევროპულ კარტოგრაფიაში, შესაძლოა, „Georgia”-ს დაბადების მოწმობაც ვუწოდოთ.

რუკა შედგენილია მაპპა მუნდის რუკების ტრადიციის ე.წ.  „T-O“ პრინციპით, სადაც „O“ გულისხმობს ოკეანეს, რომელიც მთლიანად შემოფარგლავს ხმელეთს, ხოლო „T“ წარმოადგენს შიგნით მოთავსებულ სამ ნაწილად გაყოფილ ხმელეთს: აზია, ყველაზე დიდი ნაწილი, მოთავსებულია ზემოთ, ევროპა - ქვედა მარცხენა ნაწილში, ხოლო აფრიკა - ქვედა მარჯვენა ნაწილში. 

Georgia-სთან ერთად რუკაზე გვხვდება კოლხეთის (Colcia) აღნიშვნა.

პიეტრო ვესკონტეს მსოფლიოს რუკის წარმოდგენილი ვერსია დაიბეჭდა 1611 წელს გერმანიაში, ქალაქ ჰანაუში, იოჰან ბონგარას მიერ და ის ვესკონტეს მსოფლიოს რუკის უძველეს ბეჭდურ გამოცემად მიიჩნევა.