გრავიურები
სომხეთის და საქართველოს მთავარი ქალაქების აღწერა
ელექტრონული ვერსია
კოდი: 0063
5816.00 ₾

ქალების, მღვდლებისა და სომეხი სასულიერო პირების ჩაცმულობები

სომხეთის და საქართველოს მთავარი ქალაქების აღწერა
1719 წ.
ანრი აბრაჰამ შატლენი
ამსტერდამი
55x45 სმ.
კარგი

სომხეთის და საქართველოს მთავარი ქალაქების აღწერა, ქალების, მღვდლებისა და სომეხი სასულიერო პირების ჩაცმულობები.

გრავიურა დაიბეჭდა 1719 წელს ანრი აბრაჰამ შატლენის „ისტორიის ატლასში“, რომელშიც შეტანილია ცნობები საქართველოს და სომხეთის შესახებ. თბილისის და ქართველი ქალების გრავიურების პარალელურად, აღწერილია თბილისი და საქართველო. 

საქართველოსა და ქართველებთან დაკავშირებული გრავიურების პარალელურად, შატლენის დიდი ფორმატის ამ გრავიურაზე აღბეჭდილია ტრაპიზონის, თოქათის, ერზრუმის და ყარსის ხედები. ასევე, მოცემულია ჩანახატები სომეხი სასულიერო და საერო პირების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ გრავიურები 1719 წელს ანრი აბრაჰამ შატლენმა დაბეჭდა ამსტერდამში, ჩანახატები ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორის მოგზაურობას ასახავს და 1701 წელს მხატვარ კლოდ ობრიეს მიერ არის შესრულებული.

შატლენის „ისტორიის ატლასში” შეტანილი გრავიურის ფერადი ვერსიები იშვიათობაა.