წიგნები
აზია
კოდი: 00148
36689.00 ₾

პირველი გამოცემის იშვიათი, ერთ-ერთი პირველი ნიმუში

აზია
1672 წ.
ოლფერ დაპერი
ამსტერდამი
წიგნი
კარგი

ოლფერ დაპერის ცნობილი წიგნი „აზია“. პირველი გამოცემის იშვიათი, ერთ-ერთი პირველი ნიმუში, რომელიც ეძღვნებოდა კორნელის დე ვიტს. 

დაპერის ეს წიგნი XVII საუკუნის აზიის ერთ-ერთ საუკეთესო აღწერად მიიჩნევა. მასში ვრცლად არის წარმოდგენილი ცნობები სხვადასხვა ქვეყნის, გეოგრაფიის, რელიგიის, მითოლოგიის, ენის და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. 

სამეფო-სამთავროებად დაშლილ საქართველოს წიგნში ცალკე თავი - Het Landschap van Georgie - ეთმობა, რომელიც შემდეგ ქვეთავებს აერთიანებს: იმერეთი (Het Landschap van Imereti of Basciaciuk), კახეთი (Het Landschap van Kacheti), ქართლი (Het Landschap van Kardel of Karduel), გურია (Het Landschap van Guriel), სამეგრელო (Odisci of Mengrellie by ouds Kolchis), აფხაზეთი (Avogastes of Avogasie), ლაზეთი (Lazi of Kurten) და შავი ზღვა (Zwarte Zee).

საქართველოს ნაწილში წიგნს თან ერთვის ქართული ანბანის ნიმუში და სამეგრელოს რუკა.