რუკები
აზია
კოდი: 0075
5551.00 ₾

ამსტერდამში მოღვაწე გერმანელი კარტოგრაფის, პიტერ შნეკის აზიის შესანიშნავი რუკა

აზია
1700 წ.
პიტერ შნეკი
ამსტერდამი
51x60 სმ.
კარგი

აზია

ამსტერდამში მოღვაწე გერმანელი კარტოგრაფის, პიტერ შნეკის აზიის შესანიშნავი რუკა. 

რუკაზე, შავ და კასპიის ზღვებს შორის დატანილია წარწერა GEORGIE (საქართველო), რომელიც სრულად ფარავს სამეფო-სამთავროებად დაშლილ საქართველოს.

კარგად იკითხება შემდეგი აღნიშვნები: GURIEL (გურია), BARATRALU (სამცხე), IMERETE (იმერეთი), ODISH (ოდიში), ABASSA (აფხაზეთი), CARDUEL (ქართლი), KACHETI (კახეთი), ასევე, Vartlo (ბათუმი), Fasso (ფაზისი), Anargia (ანაკლია), Sauatopili (სოხუმი), Eschisumuni (სოხუმის თურქული აღნიშვნა), Cotatis (ქუთაისი), Teflis (თბილისი) და სხვა.

წარმოდგენილი რუკის ბეჭდვის სავარაუდო თარიღად მიჩნეულია 1700 წ.