რუკები
შავი ზღვის რუკა
კოდი: 0066
5995.00 ₾

იბეჭდებოდა ვენეციაში ფრანკო სანტინის მიერ.

შავი ზღვის რუკა
1776 წ.
რობერტ დე ვოგონტი
ვენეცია
67x51 სმ.
კარგი

შავი ზღვის რუკა

ფრანგი სამეფო კარტოგრაფის, რობერტ დე ვოგონტის რუკა. 1776-1779 წლებში იბეჭდებოდა ვენეციაში ფრანკო სანტინის მიერ.

რუკის მთავარი ფოკუსი მიმართულია შავ ზღვაზე და ზღვის ირგვლივ არსებულ ქვეყნებზე. შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე დატანილია მნიშვნელოვანი ცნობები საქართველოს შესახებ (თუმცა, რუკაზე, ძირითადად, გამოსახულია დასავლეთ საქართველო). 

ვოგონტის ამ რუკაზე საქართველოს შესახებ ცნობები აღებულია ქართველი გეოგრაფის და ისტორიკოსის, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი საქართველოს სამეფოს რუკის 1766 წლის პარიზული და 1775 წლის ვენეციური გამოცემებიდან. შესაბამისად, საქართველოსთან დაკავშირებული ტოპონიმიკა სრულად ქართულია. მაგალითად, რუკაზე გვხდება ისეთი აღნიშვნები, როგორებიცაა: Apkazebi (აფხაზეთი), Zemokartli (ზემო ქართლი), Tshavaketi (ჯავახეთი) Tschaneti (ჭანეთი) და სხვა. მთლიანობაში, რუკაზე საქართველოსთან დაკავშირებული ასზე მეტი აღნიშვნაა დატანილი.