მამა-შვილის, ნიკოლა და გიოომ სანსონების შესანიშნავი რუკა
კოლხეთი, იბერია, ალბანეთი
მამა-შვილის, ნიკოლა და გიოომ სანსონების შესანიშნავი რუკა, რომელიც ძველ კოლხეთს, იბერიას და კავკასიის ალბანეთს უკავშირდება.
რუკაზე მნიშვნელოვანი ცნობებია დატანილი ძველი ქართული სახელმწიფოების - კოლხეთის და იბერიის შესახებ. აღნიშნულია როგორც ციხე-ქალაქები, ისე მდინარეთა ქსელი და მთები. მთლიანობაში, რუკაზე ძველ კოლხეთსა და იბერიასთან დაკავშირებული ასზე მეტი გეოგრაფიული აღნიშვნის ნახვაა შესაძლებელი. მათ შორის, მარტო ქუთაისი დატანილია სამი სხვადასხვა სახელით: Coeteum, Cotyoeum და Cotatis.
რუკა არაერთხელ გამოიცა საფრანგეთში. წარმოდგენილი ვერსია დაბეჭდილია 1665 წელს.