შავ და კასპიის ზღვებს შორის გამოსახულია საქართველო
დიდი სახელმწიფოები აზიაში, სპარსეთის იმპერიაში, უზბეკების მიწაზე, არაბეთსა და ეგვიპტეში
ფრანგი კარტოგრაფის, რობერტ დე ვოგონდის რუკა.
1753 წელს პარიზში დაბეჭდილ ამ რუკაზე, შავ და კასპიის ზღვებს შორის გამოსახულია საქართველო.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დაშლილია სამეფო-სამთავროებად, საქართველოს აღსანიშნავად გამოყენებულია ქვეყნის ერთიანი სახელწოდება - GEORGIE. რუკაზე ასევე იკითხება: Guriel (გურია), Souanes (სვანეთი) და Caket (კახეთი).
ძველი ციხე-ქალაქებიდან აღნიშნულია: Gounia (გონიო), Schataksal (შეკვეთილი), Kopi (ხობი), Anargie (ანაკლია), Sahoum (სოხუმი), Mokovi (მოქვი), Dandar (გაგრა),Bisiunta (ბიჭვინთა), Coutetis (ქუთაისი), Bagdati (ბაღდათი), Karageouli (ხარაგაული), Sazane (საზანო), Akalzike (ახალციხე), Akalkalaki (ახალქალაქი), Gokia (გოკია), Ali (ალი), Gori (გორი), Atchabeti (აჩაბეთი), Tiflis (თბილისი), Damsia (ტანძია), Kiciki (ქიზიყი) და სხვა.
რუკაზე ასევე დატანილია აღნიშვნები: ARMENIE (არმენია), Shirvan (შირვანი), Adirbeitzan (ადერბაიჯანი), Baku (ბაქო), Schamaki (შემახი), Erivan (ერევანი) და სხვა არაერთი.