ფრანგი კარტოგრაფის ფილიპ ბუაშის ევროპის რუკის გვიანდელი, 1789 წლის გამოცემა.
ფრანგი კარტოგრაფის ფილიპ ბუაშის ევროპის რუკის გვიანდელი, 1789 წლის გამოცემა.
რუკაზე შავი ზღვის (MER NOIRE) აღმოსავლეთით დატანილია ცნობები საქართველოს შესახებ, ხოლო სახელწოდება GEORGIE გამოყენებულია ქართლის აღსანიშნავად.
საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებიდან რუკაზე გვხდება: გურია (GURIA), იმერეთი (IMIRETE), სამეგრელო (MINGRELIE) და კახეთი (CAKET).
ციხე-ქალაქებიდან და სხვა დასახლებული პუნქტებიდან დატანილია: გონიო (Gounia), შეკვეთილი (Schataksal), ანაკლია (Anarghia), რუხი (Rucs), ისგური (ისგური), გაგრა (Dandars), ქუთაისი (Cotatis), ახალციხე, (Akalzike), გორი (Gori), ძეგამი (Zaghen) და თბილისი (Teflis). რუკაზე ასევე აღნიშნულია მდინარეები: რიონი (Rioni r.), მტკვარი (Kour R.) და იორი (Youri R.)