შავი ზღვის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე მდებარე ქვეყნების ერთ-ერთი საუკეთესო რუკა, რომელიც XVII საუკუნეშია შექმნილი.
შავი ზღვის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე მდებარე ქვეყნების ერთ-ერთი საუკეთესო რუკა, რომელიც XVII საუკუნეშია შექმნილი.
რუკაზე, შავი ზღვის (Mar Nero, Ponto Evsino) აღმოსავლეთით ვრცლად არის წარმოდგენილი ცნობები საქართველოს შესახებ. სამეფო-სამთავროებად დაშლილ საქართველოს ფარავს აღნიშვნა - GEORGIA.
საქართველოს სამეფო-სამთავროებიდან რუკაზე დატანილია: გურია (Regno di Guriel), სამეგრელო (Mingrelia), ოდიში (Regno di Odisci), აფხაზეთი (Abasia o Abcassia), სვანეთი (Scuani), იმერეთი (Regno d’Imereti ), ქართლი (Regno di Carduel), სამცხე-საათაბაგო (Regno di Baratralu) და კახეთი (Regno di Zacheti). სამცხე-საათაბაგოს და კახეთის აღნიშვნებს თან ახლავს ტექსტი, რომელიც ამ რეგიონების თურქეთის და სპარსეთის გავლენის ქვეშ ყოფნაზე მიუთითებს.
ციხე-ქალაქებიდან და დასახლებული პუნქტებიდან რუკაზე გვხდება: გონიო (Guni), ბათუმი (Varthi), ფაზისი რიონზე (Faso, et Rioni fl.), ხობი (Copis), ანაკლია (Anagria), ბედია (Bedias), მოქვი (Moquis), სოხუმი (Sauatopoli), სათამაშია (Satamacia), ბიჭვინთა (Pezonda), ხონი (Coni), ქუთაისი (Cotatis), სკანდა (Scander), ახალციხე (Arulcgae), გორი (Kori), თბილისი (Tiflis), ძეგამი (Zagan) და სხვა.