ცნობილი რუკის - GEORGIA-ს 1690 წლის პარიზული გამოცემა.
საქართველო
ფრანგი სამეფო კარტოგრაფის, პიერ დიუ ვალის ცნობილი რუკის - GEORGIA-ს 1690 წლის პარიზული გამოცემა. თავდაპირველად, რუკა დაიბეჭდა პარიზში 1670 წელს, სახელწოდებით - GEORGIE.
დიუ ვალის ამ რუკის ლეგენდაში გამოყენებულია მხოლოდ ერთი აღნიშვნა - GEORGIA, რომელიც რუკაზე, საქართველოს გარდა, თითქმის მთელი რეგიონის აღსანიშნავად არის გამოყენებული - შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე.
რუკაზე დატანილია: Lonati (ბათუმი), Fazo (ფაზისი), Sauastopoli (სოხუმი), Cotatis (ქუთაისი), Scander (სკანდა), Cori (გორი), Tiflis (თბილისი) და სხვა.
საქართველოს სამეფო-სამთავროებიდან რუკაზე აღნიშნულია: Guriel (გურია), Basaciuk (იმერეთი), Mingrelie (სამეგრელო), Gurgistan (ამ შემთხვევაში - ქართლი) და Lachet (კახეთი).