რუკის მარცხენა ზედა ნაწილში დატანილია ცნობები საქართველოს შესახებ
სპარსეთის რუკა
ისააკ ტირიონის რუკა - დაიბეჭდა, დაახლოებით, 1750 წელს ამსტერდამში.
რუკის მარცხენა ზედა ნაწილში დატანილია ცნობები საქართველოს შესახებ. მთლიანობაში, მასზე საქართველოსთან დაკავშირებული 30-ზე მეტი ქალაქი, ეკლესია-მონასტერი და ციხეა აღნიშნული. მათ შორისაა: Gounia (გონიო), Copolet (ქობულეთი), Schataksal ( შეკვეთილი), Poti (ფოთი), Anargie (ანაკლია), Ilori (ილორი), Dandar (გაგრა), Cotatis (ქუთაისი), Scander (სკანდა/საკანდის ციხე), Chicaris (ჩხარი/ჩხარის ციხე), Akalzike (ახალციხე), Gokia (გოკია),Akalkalaki (ახალქალაქი), Atchabeti (აჩაბეთი), Gori (გორი), Tifflet (თბილისი), Damsia (ტანძია), Tamanis (დმანისი) B. Goureja (გარეჯი) და სხვა.
რუკაზე გვხდება აღნიშვნები: TRYKVAN GEORGIE (საქართველოს სამეფო), Imirete (იმერეთი), Radja (რაჭა) და Guria (გურია).