რუკები
კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა
კოდი: 00149
11499.00 ₾

შავ და კასპიის ზღვებს შორის არსებული რეგიონის პირველი დეტალური რუკა

კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა
1723 წ.
გიომ დელილი
პარიზი
46x62 სმ.
კარგი

გიომ დელილის „კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა“, შავ და კასპიის ზღვებს შორის არსებული რეგიონის პირველი დეტალური რუკაა.

რუკის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველმა დიპლომატმა, მოგზაურმა და მწერალმა სულხან-საბა ორბელიანმა.

გიომ დელილმა რუკის შექმნაში სულხან-საბას მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილი რუკაზე მისი პერსონალური აღნიშვნით გამოხატა და რუკის ლეგენდაში იგი მოიხსენია, როგორც Sofkam Sabas Prince de Geoorgie (სულხან საბა, ქართველი თავადი).

რუკაზე ასახულია საქართველოს ყველა სამეფო-სამთავრო და მხარე, არაერთი გეოგრაფიული პუნქტი, ქალაქი, სოფელი, მდინარე, ტბა, მთა, ციხესიმაგრე, ეკლესია-მონასტერი, გზა და ა.შ.