რუკები
ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიები
კოდი: 00102
11431.00 ₾

შავ და კასპიის ზღვებს შორის წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ცნობები საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების შესახებ.

ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიები
1756 წ.
რეინერ & ჯოშუა ოტენსები
ამსტერდამი
50x88 სმ
კარგი

ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიები

რეინერ და ჯოშუა ოტენსების დიდი ფორმატის რუკა. მოიცავს ვრცელ ტერიტორიას, ახლო აღმოსავლეთის, მცირე აზიის, შავ და კასპიის ზღვებს შორის არსებული რეგიონის, შუა აზიის, ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიების, ასევე, ამ უკანასკნელის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიების ჩათვლით.

შავ და კასპიის ზღვებს შორის წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ცნობები საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების შესახებ.

ოტენსების რუკაზე საქართველოს და ირგვლივ არსებული ქვეყნების შესახებ ცნობები აღებულია 1723 წელს პარიზში დაბეჭდილი ლუი XIV-ის სამეფო კარტოგრაფის, გიოომ დელილის კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკიდან, რომელიც ქართველი დიპლომატის, მოგზაურის და მწერლის, სულხან საბა ორბელიანის ცნობებზე დაყრდნობით შეიქმნა.

რუკა არის ზედმიწევნით დეტალური. მასზე დატანილია როგორც სამეფო-სამთავროები და მხარეები, ისე ციხეები, ქალაქები, ეკლესია-მონასტრები, მდინარეები, მთები, ტბები და მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები.

ოტენსების ოჯახის მიერ შექმნილი ეს შესანიშნავი რუკა არაერთხელ გამოიცა ამსტერდამში. წარმოდგენილი ვერსია დაბეჭდილია 1756 წელს.