დაიბეჭდა ანრი აბრაჰამ შატლენის „ისტორიის ატლასში“
რუკა დაიბეჭდა 1719 წელს ანრი აბრაჰამ შატლენის „ისტორიის ატლასში“ და მოიცავს ვრცელ ტერიტორიას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის, იტალიის, ბალკანეთის, მცირე აზიის, შავი ზღვის, კავკასიის, არაბეთის და ახლო აღმოსავლეთის ჩათვლით.
რუკაზე მნიშვნელოვანი ცნობებია წარმოდგენილი შავ და კასპიის ზღვებს შორის არსებული ქვეყნების შესახებ. საქართველოს აღსანიშნავად გამოყენებულია ტოპონიმები: GEORGIE და GURGISTAN. იოლად იკითხება: Guriel (გურია), Mingrelie (სამეგრელო), Immeriette (იმერეთი), Baratralu (სამცხე), Carduel (ქართლი), Zacheti (კახეთი), Chenia port (გონიო), Savatopoli (სოხუმი), Cotatis (ქუთაისი), Coni (ხონი), Secander (სკანდის ციხე), Teflis (თბილისი), Zagen (ძეგამი) და სხვა.
რუკაზე ასევე შესაძლებელია შემდეგი ქალაქების და დასახლებული პუნქტების ნახვა: Echmizin (ეჩმიაძინი), Erivan (ერევანი), Naskivan (ნახიჭევანი), Bakuie (ბაქო), Schamahi (შემახი), Gangea (განჯა) და სხვა.