რუკები
გლობუსის ნაწილის რუკა
კოდი: 0073
9891.00 ₾

შავი ზღვის აღმოსავლეთით დატანილია ცნობები საქართველოს შესახებ.

გლობუსის ნაწილის რუკა
1696 წ.
ვინჩენცო მარია კორონელი
ვენეცია
48x35 სმ.
კარგი

გლობუსის ნაწილის რუკა

ვენეციელი კარტოგრაფის, ვინჩენცო მარია კორონელის მიერ გლობუსისთვის შექმნილი დედამიწის რუკის ნაწილის 1696 წლის გამოცემა.

რუკის ცენტრში, შავი ზღვის აღმოსავლეთით დატანილია ცნობები საქართველოს შესახებ. სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველოს აღსანიშნავად გამოყენებულია ქვეყნის საერთო სახელწოდება - GEROGIA.

სამეფო-სამთავროებიდან რუკაზე აღნიშნულია: MENGRELIA (სამეგრელო), ABASSA (აფხაზეთი), IMERETI (იმერეთო), Baratralu (სამცხე), CARDUEL (ქართლი), ZACHETI (კახეთი).

რუკაზე დატანილია საქართველოს არაერთი ციხე-ქალაქი. მათ შორის: Varthi (ბათუმი), Fasso (ფაზისი), Copis (ხობი), Bedias (ბედია), Moquis (მოქვი), Satamashia (სათამაშია), Eschisumuni (სოხუმი), Cotatis (ქუთაისი), Scanda (სკანდა), Teflis (თბილისი), Zalisa (ძალისა), Zagan (ძეგამი) და სხვა.

კორონელის ეს უცნაური ფორმის რუკა იმითაც არის გამორჩეული, რომ შავ ზღვაში, სამეგრელოს ნაპირებთან შესაძლებელია შავი ზღვის ლოკალური სახელწოდების - MARE DI MENGRELIA-ს ამოკითხვა.