მარცხენა ზედა ნაწილში, შავ და კასპიის ზღვებს შორის მოცემულია მნიშვნელოვანი ცნობები რეგიონში არსებული ქვეყნების შესახებ
სპარსეთი, საქართველო, დამოუკიდებელი ტარტარია
ფრანგი კარტოგრაფის რიგობერტ ბონეს 1787 წლის რუკა, რომლის მარცხენა ზედა ნაწილში, შავ და კასპიის ზღვებს შორის მოცემულია მნიშვნელოვანი ცნობები რეგიონში არსებული ქვეყნების შესახებ.
საქართველოსთან დაკავშირებული მთავარი აღნიშვნები უკავშირდება IMIRETI-ს (იმერეთი), GEORGIE-ს (ამ შემთხვევაში - ქართლი) და KAKETI-ს (კახეთი). კარგად იკითხება შემდეგი ციხეები და ქალაქები: Gonie (გონიო), Akalzike (ახალციხე), Sarapana (შორაპანი), Kuteti (ქუთაისი), Puti (ფოთი), Teflis (თბილისი) და Telavi (თელავი).
სხვა მნიშვნელოვანი აღნიშვნების გარდა, რუკაზე დატანილია: SCHIRVAN (შირვანი) და ARMENIE (სომხეთი), ასევე, ქალაქები - Erivan (ერევანი), Kandja (განჯა) და Baku (ბაქო).