რუკები
შავი ზღვის რუკა
კოდი: 0055
689.00 ₾

მოიცავს თურქეთის ევროპულ და აზიურ ნაწილებს, საბერძნეთს და სამხრეთ რუსეთს

შავი ზღვის რუკა
1879
ფრანკ ა. გრეი
ფილადელფია
40x67 სმ.
კარგი

რუკაზე აღბეჭდილია შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდა ასახავს 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდგომ პერიოდს. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე TRANSCAUCASIA-ს სახელის ქვეშ წარმოდგენილია რუსეთის იმპერიაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული გუბერნიები. რუკაზე დატანილია ბათუმი, ქედა, სხალთა, ოზურგეთი, ფოთი, ხობი, ზუგდიდი, ანაკლია, ილორი, სოხუმი, გაგრა, ქუთაისი, ღები, ონი, აწყური, ახალციხე, ხერთვისი, ბორჯომი, გორი, დუშეთი, ფასანაური, კობი, გუდაური, თბილისი, თელავი, სიღნაღი და სხვა.

გარდა ამისა, რუკაზე შესაძლებელია ერევნის, ალექსანდროპოლის (დღევანდელი გიუმრი), ბაიაზიდის, ნახიჭევანის, ელიზავეტპოლის (დღევანდელი განჯა) და სხვა გეოგრაფიული აღნიშვნების ნახვა.

მდინარეებიდან აღნიშნულია: ჭოროხი, რიონი, მტკვარი, ხრამი, იორი, ალაზანი, ხოლო ტბებიდან - ჩრდილის, ფარავნის და სევანის ტბები.

რუკის უკანა მხარეს წარმოდგენილია იტალიის და რუსეთის ევროპული ნაწილის რუკები.