რუკები
თურქეთი აზიაში
კოდი: 0072
4756.00 ₾

შავი ზღვის გაყოლებაზე დატანილია ცნობები საქართველოს შესახებ

თურქეთი აზიაში
1713 წ.
პიტერ ვან დერ აა
ლეიდენი
23x30 სმ.
კარგი

თურქეთი აზიაში

პიტერ ვან დერ აას მიერ 1713 წელს ლეიდენში დაბეჭდილი თურქეთის აზიური ნაწილის რუკა. 

რუკის მარჯვენა ზედა კუთხეში, შავი ზღვის გაყოლებაზე დატანილია ცნობები საქართველოს შესახებ. სამეფო-სამთავროებად დაშლილ ქვეყანას სრულად ფარავს წარწერა GEORGIE, რაც იმის მანიშნებელია, რომ ლეიდენელი კარტოგრაფი ამ მიწებზე მცხოვრებ ხალხს ერთი ქვეყნის ნაწილად განიხილავდა.

რუკაზე კარგად იკითხება: GURIEL (გურია), IMIRETE (იმერეთი), MINGRELIE (სამეგრელო), ABCASSES (აფხაზეთი), CARDUEL (ქართლი), CAKET (კახეთი).

ვან დერ აას რუკაზე შესაძლებელია საქართველოს შემდეგი ციხე-ქალაქების და მდინარეების ნახვა: Varthi და Lonati (ორივე მათგანი ძველ ევროპულ რუკებზე ბათუმის აღსანიშნავადგამოიყენებოდა), Copolote (ქობულეთი), Fazzo R (მდ. რიონი), Anarghie (ანაკლია), Savatopoli (სოხუმი), Cotatis (ქუთაისი), Akelzike (ახალციხე), Ali (ალი), Kur R. (მდ. მტკვარი), Carachala (ყარაჯალა), Gory (გორი), Teflis (თბილისი) და სხვა.